"ცხენის ხორცის" სკანდალი

"ცხენის ხორცის" სკანდალი

ქარ­თვე­ლებ­მა კი­დევ ერ­თხელ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ნამ­დვი­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ: იცით, ალ­ბათ, რომ ე.წ. ცხე­ნის ხორ­ცის სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში და­იწყ­ო, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­პა­შიც გავ­რცელ­და: დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს იმ პრო­დუქ­ტის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ცხე­ნის ხორ­ცის დნმ იპო­ვეს და ღო­რის ხორ­ცის ეტი­კე­ტით იყი­დე­ბო­და. აბა რის ევ­რო­პე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით, ჩვენც მხა­რი რომ არ აგ­ვე­ბა და ასეც მოხ­და: ორი­ო­დე კვი­რის წინ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ კას­პის ნა­გავ­საყ­რელ­ზე 5 ტო­ნა ცხე­ნის ხორ­ცი გა­ა­ნად­გუ­რა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნაცხ­ა­დეს, ცხე­ნის ხორ­ცის დი­დი პარ­ტი­ის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა 8 თე­ბერ­ვალს მი­ი­ღეს: "ჩვენ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ად­გილ­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს კას­პში, ერ­თ-ერთ სახ­ლში, ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ულ პი­რო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცხე­ნის ხორ­ცი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ნედ­ლე­უ­ლის ნი­მუ­შის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია მხო­ლოდ გახ­რწნი­ლი კი არა, სალ­მო­ნე­ლო­ზი­თა და კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით იყო დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი. ცხო­ვე­ლე­ბი სა­საკ­ლა­ოს გვერ­დის ავ­ლით, გა­ურ­კვე­ველ პი­რო­ბებ­შია დაკ­ლუ­ლი... გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ცხე­ნე­ბი მო­პა­რუ­ლი იყო" (!). რო­გორც ამ სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­კე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნის ხორ­ცით ვაჭ­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, უბ­რა­ლოდ, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს უნ­და მი­ე­წო­დოს და ცხე­ნი აუ­ცი­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლურ სა­საკ­ლა­ო­ზე უნ­და და­იკ­ლას. ცხე­ნის ხორ­ცის არ­სე­ბო­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და­ა­დას­ტუ­რა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით კირ­ვა­ლი­ძე­მაც, რო­მელ­მაც გა­ნაცხ­ა­და, "სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს აღ­რიცხ­უ­ლი აქვს, რომ ბა­ზარ­ში სა­ქონ­ლის ხორ­ცის ნაც­ვლად, ვი­რი­სა და ცხე­ნის ხორ­ცი შე­დი­ო­და".... სხვა­თა შო­რის, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ცხე­ნის ხორ­ცი გა­სულ ზაფ­ხულ­საც აღ­მო­ა­ჩი­ნა - ქსე­ლი­დან ამო­ი­ღეს ფარ­ში­რე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, მათ შო­რის, ხინ­კა­ლი და პელ­მე­ნი. ამ უსი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის მი­ღე­ბუ­ლი მსგავ­სი "დე­ლი­კა­ტე­სე­ბის" ჭა­მა. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასეთ კო­მენ­ტა­რებ­საც წა­აწყ­დე­ბით: "ცხე­ნის ხორ­ცი გემ­რი­ე­ლი­ა, სუფ­თაა და ბევ­რად სჯო­ბია სა­ქო­ნელ­სა და ღორს. უმაღ­ლე­სი კლა­სის სარ­დე­ლი და ძეხ­ვი ოდით­გან­ვე ცხე­ნის ხორ­ცის­გან კეთ­დე­ბო­და. მთა­ვა­რი ის არის, ცხე­ნი თუ იყო ჯან­მრთე­ლი, თო­რემ მი­სი ხორ­ცი გა­ცი­ლე­ბით სუფ­თა­ა, ვიდ­რე ღო­რი­სა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ ნა­გავს მი­ირ­თმევს"... ასე, გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მომ­ხდარს ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი, რომ­ლებ­მაც არც კი იცოდ­ნენ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხე­ნი­სა და სა­ხედ­რის ხორცს მი­ირ­თმევ­დნენ.

რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ხორ­ცის შე­ძე­ნი­სას და რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი უხა­რის­ხო­სა­გან? - ამ კითხ­ვებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯან­მრთე­ლი სამ­ყა­როს" თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ფუტ­კა­რა­ძე გვი­პა­სუ­ხებს:

- პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ჯან­მრთე­ლი ცხე­ნის ხორ­ცი მავ­ნე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ მყიდ­ველ­მა უნ­და იცო­დეს, რომ ეს ცხე­ნის ხორ­ცია და არა ღო­რის ან ძრო­ხი­სა რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­ირ­თმევს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. თა­ნაც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლა­ვენ ცხე­ნებს, რომ­ლე­ბიც ბერ­დე­ბი­ან და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ზარ­ზე ავად­მყო­ფი ცხე­ნის ხორ­ციც გა­მო­აქვთ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უც­ველ­ნი ვი­ყა­ვით ამ­გვა­რი "სი­ურ­პრი­ზე­ბი­სა­გან" და არც კი ვი­ცო­დით, რას ვყი­დუ­ლობ­დით ან რას მი­ვირ­თმევ­დით. ეს იმის ბრა­ლი­ა, რომ ჩვენს ბა­ზარ­ზე კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი სარ­გებ­ლობ­და ამ გა­ნუ­კითხ­ა­ო­ბით. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­დი­ო­და ინ­დუ­რი ხორ­ცი, ინ­დო­ეთ­ში კი ძრო­ხა წმინ­და ცხო­ვე­ლად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი და არ კლა­ვენ. ამი­ტომ, რაც ჩვენ­თან შე­მო­დი­ო­და, ეს იყო ალ­ბათ გა­რე­უ­ლი ხა­რის ხორ­ცი, თუმ­ცა, რო­გო­რი ხა­რის­ხი­სა - ეს უკ­ვე არა­ვინ იცის. არა­და, უცხ­ო­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან გაჰ­ქონ­დათ სა­უ­კე­თე­სო, ახა­ლი ხორ­ცი და მის ნაც­ვლად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ით "გვა­მა­რა­გებ­დნენ".

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რო­გორ უნ­და გა­ვარ­ჩი­ოთ სა­ხედ­რის ან ცხე­ნის ხორ­ცი სა­ქონ­ლის ხორ­ცი­სა­გან?

- ცხე­ნი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის გან­სხვა­ვე­ბა ხში­რად სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც კი უჭირთ, თუ ძვლე­ბი არ შე­უ­მოწ­მეს. თუმ­ცა, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ცხე­ნი­სა და სა­ხედ­რის ნეკ­ნე­ბი უფ­რო წვრი­ლია სა­ქონ­ლის ძვალ­თან შე­და­რე­ბით, ამას­თა­ნა­ვე, ცხე­ნის ხორ­ცი უფ­რო მკვეთ­რი წი­თე­ლი ფე­რი­სა­ა. კა­მეჩს წი­ნა ძვლე­ბი წვრი­ლი აქვს, ბარ­ძა­ყის ძვა­ლი კი - უფ­რო მსხვი­ლი, ვიდ­რე სა­ქო­ნელს. თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ხორ­ცი არ იყოს ავად­მყო­ფი პი­რუტყ­ვი­სა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხორ­ცი შე­ი­ცავს მი­ნე­რა­ლებ­სა და ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის და ისე­თი არ უნ­და ვი­ყი­დოთ, რო­მე­ლიც გვავ­ნებს.

- რა ძი­რი­თა­დი ნიშ­ნე­ბით უნ­და მივ­ხვდეთ, რომ ეს პრო­დუქ­ტი ხა­რის­ხი­ა­ნი­ა, მით უმე­ტეს, თუ მას ბავ­შვი­სათ­ვის ვყი­დუ­ლობთ?

- პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ქონ­ლის ხორცს არ უნ­და ჰქონ­დეს უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი. თუ დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ეს ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი ხორ­ცი­ა, მა­შინ უკ­ვე მის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­საც უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღ­ე­ბა და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ. თუ ძრო­ხის ხორცს ვყი­დუ­ლობთ, მას უნ­და ჰქონ­დეს ჯან­მრთე­ლი წი­თე­ლი ფე­რი, ღო­რის ხორ­ცი უფ­რო ვარ­დის­ფე­რი­ა, მაგ­რამ სიძ­ვე­ლე მა­საც ეტყ­ო­ბა. თუ ხორ­ცი ძვე­ლი­ა, მუ­ქი ფე­რი გა­დაჰ­კრავს და ალაგ­-ა­ლაგ ლა­ქე­ბი ეტყ­ო­ბა, ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ სა­ეჭ­ვო ხა­რის­ხი­საა და მას­ში უკ­ვე მიკ­რო­ბე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ჯან­მრთე­ლი სა­ქონ­ლის ხორ­ცი მტკი­ცე და შეკ­რუ­ლი უნ­და იყოს, ამის შე­მოწ­მე­ბა შე­ხე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა: თითს თუ და­ვა­ჭერთ, ახა­ლი ხორ­ცი მა­შინ­ვე გას­წორ­დე­ბა, რაც იმის ნი­შა­ნი­ა, რომ პრო­დუქ­ტი ახა­ლია და მი­ს უჯ­რე­დებ­საც ჯერ კი­დევ აქვს შერ­ჩე­ნი­ლი სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ძველ ხორ­ცზე კი ჩაღ­რმა­ვე­ბა დარ­ჩე­ბა. ახა­ლი ხორ­ცი არ უნ­და იყოს წე­ბო­ვა­ნი. იგი­ვე ხერ­ხე­ბი უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ფრინ­ვე­ლის ხორ­ცის ყიდ­ვის დრო­საც. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რამ­დე­ნად ჯა­ნსა­ღი ფე­რი და სუ­ნი აქვს გა­სა­ყიდ ფრინ­ველს, რო­გო­რია მი­სი იე­რი. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ხორ­ცის შე­ძე­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს მის ცხიმს, რო­მელ­საც ასე­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო, ჯან­სა­ღი ფე­რი უნ­და ჰქონ­დეს. ფრინ­ვე­ლის ქო­ნი უნ­და იყოს ღი­ა ან კრე­მის­ფე­რი, მე­ტის­მე­ტად მუ­ქი ფე­რის ქო­ნი კი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ ფრინ­ვე­ლი ძვე­ლი­ა.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის შე­ძე­ნა, რად­გან ამ ნიშ­ნე­ბით ვერ და­ვად­გენთ, ახა­ლია თუ არა.

- სა­ერ­თოდ, ჯო­ბია ახა­ლი ხორ­ცი შე­ვი­ძი­ნოთ, რად­გა­ნაც გა­ყი­ნუ­ლი უკ­ვე კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს, მაგ­რამ თუ მა­ინც ვყი­დუ­ლობთ, უმ­ჯო­ბე­სია ნაც­ნობ­თან შე­ვი­ძი­ნოთ - იქ, სა­დაც ვი­ცით, რომ ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას ყი­დი­ან. გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის სუნს ან ფერს მხო­ლოდ გალ­ღო­ბის შემ­დეგ ვხე­დავ­თ, ა­მი­ტომ, უნ­და და­ვაკ­ვირ­დეთ შე­ფუთ­ვა­ზე წარ­წე­რებს, უნ­და ვი­კითხ­ოთ მი­სი შე­ნახ­ვის ვა­და, ხა­რის­ხი და ა.შ... ხორ­ცის შე­ნახ­ვა უმ­ჯო­ბე­სია სა­ყი­ნუ­ლე­ში, მი­სი ხელ­მე­ო­რედ გა­ყინ­ვა კი სა­სურ­ვე­ლი არ არის, რად­გან ის ამით სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლებ­სა და ნივ­თი­ე­რე­ბებს კარ­გავს.

- მე მგო­ნი, თქვე­ნი რჩე­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი­ა.

- ამი­ტომ, ამ სა­კითხ­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ, მან უნ­და აკონ­ტრო­ლოს, ცხე­ნის ხორ­ცი იყი­დე­ბა ჩვენს დახ­ლებ­ზე, კა­მე­ჩის თუ სა­ხედ­რი­სა ­შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ იყი­დოს კი­დეც ცხე­ნის ან სა­ხედ­რის ხორ­ცი, მაგ­რამ უნ­და იცო­დეს, რა არის ეს, მას არ უნ­და ატყ­უ­ებ­დნენ. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ვი­ძენთ თუ ბაზ­რო­ბა­ზე, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია პრო­დუქ­ტი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი, მას უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც უნ­და მო­ვითხ­ო­ვოთ და უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ეს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი­ა. ბო­ლო ხანს ამ თე­მა­ზე ბევრს მსჯე­ლო­ბენ, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სურ­სა­თის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბას აპი­რებს. ამის გა­რე­შე მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ხა­რის­ხი­ა­ნი ხორ­ცი უხა­რის­ხო­სა­გან?

1. ცხე­ნი­სა და სა­ხედ­რის ნეკ­ნე­ბი უფ­რო წვრი­ლია სა­ქონ­ლის ძვალ­თან შე­და­რე­ბით, ამას­თა­ნა­ვე, ცხე­ნის ხორ­ცი უფ­რო მკვეთ­რი წი­თე­ლი ფე­რი­სა­ა. კა­მეჩს წი­ნა ძვლე­ბი წვრი­ლი აქვს, ბარ­ძა­ყის ძვა­ლი კი - უფ­რო მსხვი­ლი, ვიდ­რე სა­ქო­ნელს.

2. ხორცს არ უნ­და ჰქონ­დეს უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი.

3. ძრო­ხის ხორცს უნ­და ჰქონ­დეს ჯან­მრთე­ლი წი­თე­ლი ფე­რი, ღო­რის ხორ­ცი უფ­რო ვარ­დის­ფე­რი­ა, მაგ­რამ სიძ­ვე­ლე მა­საც ეტყ­ო­ბა. თუ ხორ­ცი ძვე­ლი­ა, მუ­ქი ფე­რი გა­დაჰ­კრავს და ალაგ­-ა­ლაგ ლა­ქე­ბი ეტყ­ო­ბა.

4. ჯან­მრთე­ლი სა­ქონ­ლის ხორ­ცი მტკი­ცე და შეკ­რუ­ლი უნ­და იყოს, ამის შე­მოწ­მე­ბა შე­ხე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა: თითს თუ და­ვა­ჭერთ, ახა­ლი ხორ­ცი მა­შინ­ვე გას­წორ­დე­ბა, რაც იმის ნი­შა­ნი­ა, რომ პრო­დუქ­ტი ახა­ლია, ძველ ხორ­ცზე კი ჩაღ­რმა­ვე­ბა დარ­ჩე­ბა. ახა­ლი ხორ­ცი არ უნ­და იყოს წე­ბო­ვა­ნი.

5. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ხორ­ცის შე­ძე­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს მის ცხიმს, რო­მელ­საც ასე­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო, ჯან­სა­ღი ფე­რი უნ­და ჰქონ­დეს. ფრინ­ვე­ლის ქო­ნი უნ­და იყოს ღი­ა ან კრე­მის­ფე­რი, მე­ტის­მე­ტად მუ­ქი ფე­რის ქო­ნი კი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ ფრინ­ვე­ლის ხორცი ძვე­ლია.

P.S. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ცხე­ნის ხორ­ცის მო­რი­გი პარ­ტია ბა­თუ­მის აგ­რა­რულ ბა­ზარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. ნედ­ლე­ულს თან არ ახ­ლდა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა, კერ­ძოდ, ფორ­მა # 2.

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"