ბიძინა ივანიშვილი - დაპირისპირების ქუჩაში გადატანას ვერავინ მოახერხებს

ბიძინა ივანიშვილი - დაპირისპირების ქუჩაში გადატანას ვერავინ მოახერხებს

არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მას აქვს სურვილი და ყველაფერს გააკეთებს, თუ მეორე მხარეც მზად იქნება, რომ ქვეყანაში კრიზისი, ასევე, მოვლენების არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად განვითარება არ მოხდეს.

"ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის საუბრები. მე დავარწმუნე ის, რომ არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ. არ მოხდება და ვერ მოახერხებს ვერავინ ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და საქართველოში არეულობის მოწყობას. მე ამის გარანტიას საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაძლევ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა