ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო

ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო

რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ დაახლოებით ზაფხულისთვის შედეგი უკვე იქნება.

"საუბარი იქნება სხვადასხვა კატეგორიებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებასა და საერთოდ, კატეგორიების გაფართოებაზე. შეიძლება, მარტის თვეშიც გარკვეულად წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშრუტი", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ასევე სწრაფად უნდა აღდგეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო რეისები.

საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ გრიგორი კარასინს რამდენიმე დღის წინ პრაღაში შეხვდა, სადაც აღნიშნულ საკითხებზე იყო საუბარი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა