"შავი ხუთშაბათი" მინისტრთა კაბინეტში - რამ "დააზიანა" ოთხი მინისტრი

"შავი ხუთშაბათი" მინისტრთა კაბინეტში - რამ "დააზიანა" ოთხი მინისტრი

7 მარტის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ოთხი მინისტრი უჩვეულო მდგომარეობაში გამოცხადდა. ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის კოჭლობის მიზეზი, სნოუბორდით სრიალისას მიღებული ტრავმა აღმოჩნდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ყავარჯნით მივიდა სხდომაზე. მისი ფეხის ტკივილის მიზეზი ფეხბურთის თამაშია, რა დროსაც მინისტრს მყესი გაუწყდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თაბაშირში ჩასმული მარცხენა ხელით დაესწრო სხდომას, თუმცა მისი "დაზარალების" მიზეზი უცნობია. მარცხენა თვალი ჩალურჯებული აქვს დევნილთა და განსახლების მინისტრს დავით დარახველიძეს, რომელმაც ჟურნალისტების დანახვაზე სახეზე ხელი აიფარა და ასე სცადა თვალის დამალვა. როგორც გაირკვა, მინისტრი თვალზე მკურნალობის კურსს იტარებს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა