8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ

8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 17 158 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 507 (61%) ქალბატონია, ხოლო 6 651 (39%) მამაკაცი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა ჩაატარა.

2012 წლის 8 მარტს 150 ბავშვი დაიბადა, მათგან 95 გოგონა და 55 ვაჟი. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავშვი 1960 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 283 ბავშვია დარეგისტრირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა იმერეთში (2191), ქვემო ქართლსა (2050) და კახეთში (1507) ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"