მიხეილ სააკაშვილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკაში საეჭვო ფულის შესვლაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკაში საეჭვო ფულის შესვლაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკაში საეჭვო ფულის შესვლაზე საუბრობს.

"რაც მოხდა საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ მოლდოვას პარლამენტში, აშკარად ყველაფერს ცვლის. ვფიქრობ, რომ ესაა უკუსვლა ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ჩვენს არჩევნებში დიდი ფული ჩაიდო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა. შედეგად, აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში. ჩნდება კითხვები. რამდენიმე დღის წინ მოლდოვაშიც იგივე სცენარი განმეორდა _ მოლდოვის პოლიტიკაში შევიდა იგივე წარმომავლობის ფული, იგივე მიზნით, ბალანსის დასარღვევად. შედეგად ქვეყნის მთავრობა გადააყენეს. აშკარაა, რომ ცდილობენ პარტნიორობის სხვა წევრ ქვეყნებშიც, მაგალითად, აზერბაიჯანში გაანადგურონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ეს სირთულეებს უქმნის პროევროპულ ძალებს, მაგრამ მე ვრჩები ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი ქვეყნების გრძელვადიანი მომავლის მიმართ. მხოლოდ განცხადებების კეთება არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მთავრობის დემოკრატიული სისტემა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე "აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება" სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. აღნიშნულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა