ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება

ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10 მარტს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.

მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, 26-ე ნათლობა ორ ეტაპად ტარდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-ზე მეტმა პატარამ გაიარა. ნათლობის პირველი ეტაპი 3 მარტს გაიმართა.

ამ მომენტისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 14 312 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"