"დროას" აქტივისტები "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს აპროტესტებენ

"დროას" აქტივისტები "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს აპროტესტებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" აქტივისტებმა კულტურის სამინისტროსთან სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" კრემლში დაგეგმილი კონცერტი გააპროტესტეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "დროას" წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა, თუ საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაგეგმა კრემლში "ერისიონის" კონცერტი, საინტერესოა, რატომ არ იყო ეს ცნობილი საზოგადოებისთვის უფრო ადრე. მისივე თქმით, თუ სამინისტრომ არ იცოდა აღნიშნული კონცერტის შესახებ, პასუხისმგებლობა მაინც ამ უწყებას უნდა დაეკისროს.

გარდა ამისა, თეონა ჭალიძემ ისიც განაცხადა, თუ "ერისიონმა" დამოუკიდებლად გადაწყვიტა კრემლში კონცერტის გამართვა, ამის გამო მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

"დროას" კიდევ ერთი აქტივისტის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი არ აპროტესტებენ რუსეთში კონცერტების ჩატარებას, თუმცა მათთვის მიუღებელია უშუალოდ კრემლში კონცერტის გამართვა, რადგან სწორედ იქ დაიგეგმა საქართველოს ოკუპაცია. მისივე თქმით, შესაბამისად პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტრომ, ან "ერისიონმა" უნდა აიღოს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ რამდენიმე კითხვა აქვთ ანსამბლ "ერისიონის" მიმართ კრემლში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით და კითხვებს ოფიციალურად კულტურის სამინისტროს ორშაბათს წარუდგენენ.

აქციის მონაწილეებმა ჰქონდათ პლაკატები წარწერებით - "ჩამოერთვათ "ერისიონს" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი", "სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი - პასუხისმგებლობაა ერის წინაშე", "არა ოკუპანტს".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"