ქრთამის აღების ბრალდებით კახეთში მესამე რწმუნებული დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით კახეთში მესამე რწმუნებული დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დათო ვარადაშვილი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვარადაშვილმა გავაზის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართი უკანონოდ გამოუყო ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც სანაცვლოდ ქრთამის სახით 2 400 ლარი აიღო.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ