თეა წულუკიანი პარლამენტს პოლიტიკურ ამნისტიაზე მხოლოდ დეკლარაციის მიღებას ურჩევს

თეა წულუკიანი პარლამენტს პოლიტიკურ ამნისტიაზე მხოლოდ დეკლარაციის მიღებას ურჩევს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს ურჩევს, პოლიტიკური ამნისტიის შესახებ კანონის ნაცვლად, დეკლარაცია მიიღოს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონის მიღება პრობლემატურად ეჩვენება.

"პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით შიდა საუბრები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე საუბარი ნაადრევია. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ პარლამენტმა კანონის მაგივრად დეკლარაცია მიიღოს პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, რაც შემდეგ უკვე პროკურატურის დონეზე დაკონკრეტდება იმისდა მიხედვით, თუ რა მიმდინარე საქმეებია იქ შესული. კანონის მიღება მეჩვენება პრობლემატურად, თუმცა მიმაჩნია, რომ ესეც შესაძლებელია და ჩვენ ამასთან დაკავშირებით პარლამენტთან ვითანამშრომლებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ