ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში გადაიყვანეს

ბაჩო ახალაია გლდანის ციხეში გადაიყვანეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის N8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ამის მიზეზად ახალაიას ციხის რეაბილიტაციის დაწყება დაუსახელეს, რაც ადვოკატს აბსურდულად მიაჩნია.

"ის ფლიგელი, სადაც ბაჩო ახალაია იყო მოთავსებული, გარემონტებულია, შესაბამისად აბსურდულია მიზეზი, თითქოს ახალაია გლდანის ციხეში შენობის რემონტის გამო გადაიყვანეს", - განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ ველიჯანაშვილი მოითხოვს,  ახალაია გლდანის ციხიდან გადაიყვანონ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ