კობა დავითაშვილი - შაშკინი იმიტომ დაბრუნდა, რომ თავისმა "პადელნიკმა" მოსამართლემ გაასამართლოს

კობა დავითაშვილი - შაშკინი იმიტომ დაბრუნდა, რომ თავისმა "პადელნიკმა" მოსამართლემ გაასამართლოს

საქართველოდან გაქცეული ჩინოვნიკების უკან დაბრუნების მიზეზი ის არის, რომ მათ მათი ინტერესების შესაბამისი სასამართლო განაჩენის გამოტანის იმედი აქვთ,  ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა გაზეთ "ქრონიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"როგორ გგონიათ, რისთვის ბრუნდებიან სააკაშვილის გაქცეული ჩინოვნიკები? შაშკინი იმიტომ დაბრუნდა, რომ ფიქრობს მოასწროს როგორმე და თავისმა "პადელნიკმა" მოსამართლემ გაასამართლოს. არ გამორიცხოთ, რომ შემდეგი ადეიშვილი იყოს... გიგი უგულავა მისმა "პადელნიკმა" მოსამართლემ გაათავისუფლა, თუმცა გაუგებარია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ასევე მოთხოვნა გირაოსი და არა პატიმრობის", - აცხადებს დავითაშვილი.

უმრავლესობის ლიდერი წინადადებით გამოდის, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება სასამართლო რეფორმის დასრულებამდე შეჩერდეს.

"მე ახლა გამოვალ უცნაური წინადადებით, შეჩერდეს სისხლის სამართლის საქმეები, გამოძიება გაგრძელდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო რეფორმა! რადგან დიდი ალბათობაა დამნაშავეების გარეთ გამოშვების, საქმეების გაფუჭების, მომავალშიც მათთვის პასუხის ვერმოთხოვნის. ასე რომ, მივმართავ არ იჩქარონ, შეაჩერონ საქმეების განხილვა, დავასრულოთ სასამართლო რეფორმა, ყველაფერს მივუჩინოთ თავისი ადგილი და ამის შემდეგ გავაგრძელოთ მართლმსაჯულების აღსრულება", - აცხადებს კობა დავითაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა