"ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზარდა

 "ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზარდა

სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" ჩამოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , აეროპორტში იმყოფება კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით ბედიაც.

ამასთან, "ერისიონის" ჩამოსვლას ელოდებიან ანსამბლის მხარდამჭერები. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერისიონის" მხარდამჭერებმა განუცხადეს, დაუშვებელია პოლიტიკა და ხელოვნება ერთ ჭრილში განიხილებოდეს და არ შეიძლება ხელოვანებს, მათ შორის "ერისიონის" ანსამბლს მოღალატე უწოდონ. მათი თქმით, ანსამბლი ქართულ კულტურას მსოფლიოში აჩვენებს და გამონაკლისი არც რუსეთი უნდა იყოს.

"ერისიონის" კონცერტებს რუსეთში არაერთი ქართველი დაესწრო. ჩვენ ტელეეკრანებიდან ვნახეთ მათი თვალცრემლიანი სახეები და ეს ბედნიერების ცრემლები იყო, ბედნიერების. კულტურა საზღვრებს გარეშეა", - განაცხადეს აეროპორტში შეკრებილმა "ერისიონის" მხარდამჭერებმა.

ამასთან, აეროპორტში მოსკოვიდან "ერისიონის" ჩამოსვლას ელოდება მოქალაქეთა ჯგუფიც. თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, ანსამბლის მხარდამჭერები არიან, თუ "ერისიონის" რუსეთში გასტროლების გაპროტესტებას აპირებენ. პოლიციის მობილიზებაც, სავარაუდოდ, სწორედ მათ იქ ყოფნას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"