აეროპორტის ტერიტორიაზე, საიდანაც "ერისიონის" წევრები უნდა გამოვიდნენ, უამრავი სამართალდამცავი შეიყვანეს

აეროპორტის ტერიტორიაზე, საიდანაც "ერისიონის" წევრები უნდა გამოვიდნენ, უამრავი სამართალდამცავი შეიყვანეს

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი" რუსეთიდან უკვე დაბრუნდა. მათი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აეროპორტიდან იუწყება, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ანსამბლის წევრები უნდა გამოვიდნენ, უამრავი პოლიციელი შეიყვანეს. ისინი, სავარუდოდ, ანსამბლის წევრებისთვის კორიდორს გააკეთებენ, რათა უსაფრთხოება დაცული იყოს.

აეროპორტში უამრავი მოქალაქეა შეკრებილი, რის გამოც ვერ ხერხდება ზუსტად გარჩევა, ვინ არის აეროპორტში მისული ანსამბლის მხარდასაჭერად და ვინ - მათი რუსეთში გასტროლების გასაპროტესტებლად. აეროპორტში პოლიციელთა სიმრავლეც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"