გიორგი მარგველაშვილმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა

 გიორგი მარგველაშვილმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს. როგორც მინისტრი საკუთარ მიმართვაში აცხადებს, პარასკევს მან სტუდენტებისგან შეხვედრის თაობაზე შეთავაზება მიიღო , რაზეც თანხმობა განაცხადა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუნდეტები უარს აცხადებდნენ მინისტრთან სამინისტროში შეხვედრაზე და მას აგრარულ უნივერსიტეტში კონკრეტულ დროს იბარებდნენ.

"დღეს მე მათ გარკვეული დავალება მივეცი სამოქალაქო ურთიერთობების ნაწილში, ერთმანეთთან პატივისცემის ნაწილში და მინდა კმაყოფილებით განვაცხადო, რომ ეს დავალება მათ აბსოლუტურად კარგად შეასრულეს და ჩვენს შორის ის ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც საზოგადოებაშია მისაღები", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღესვე მან სტუდენტების ხელახალი განცხადება მიიღო, სადაც ისინი მინისტრს ბევრად უფრო სხვა ტონით მიმართავნდენ. "ამის შემდეგ მე მათ მივმართე, დღესვე აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეხვედრის თაობაზე, თუმცა სამწუხაროდ, ჩემი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პატივისცემისა და სამოქალაქო ურთიერთობების გზაზე და ჩვენ ამ გზას ერთად გავივლით", - დასძინა განათლების მინისტრმა.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ამ წუთებში ავტორიზაციის ცენტრთან აქციას მართავს და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"