ნიკოლოზ რურუა - გამხნევდით, ყველაფერი დროებითია

ნიკოლოზ რურუა - გამხნევდით, ყველაფერი დროებითია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის დაკავებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე აპროტესტებს. როგორც ნიკა რურუა წერს, აქამდე პროტესტის ფორმაზე ფიქრობდა.

"ვფიქრობდი, თუ როგორ გამომეთქვა ჩემი პოზიცია და პროტესტი სამშობლოში ვაჟკაცურად დაბრუნებული ბაჩო ახალაიასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, 15 წლის ასაკიდან ქართულ ჯარში მყოფი გიგი კალანდაძის დაპატიმრებაზე (იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ როგორ ირღვეოდა და ირღვევა მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია - უმთავრესი რამ, რასაც ნებისმიერი, თითოეული მოქალაქის თავისუფლება ეფუძნება), და ყველაზე კარგი პასუხი ისევ უინსტონ ჩერჩილთან ვიპოვე - "გყავს მტრები? კარგია. ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაც ღირებულის დაცვა გიცდია შენს ცხოვრებაში". ასე რომ, გამხნევდით, ყველაფერი დროებითია", - წერს ნიკა რურუა.

ჩერჩილის სიტყვებითვე პასუხობს ექსმინისტრი მათ, ვინც "არჩევნებში გამარჯვებულთა ამ პირველ ნაბიჯებში ძალიან სახიფათო ტენდენციას ხედავს".

"პესიმისტი ყველა შანსში სირთულეს ხედავს; ოპტიმისტი კი ყველა სირთულეში - შანსს". ასე რომ, გამხნევდით, ყველაფერი ადამიანის ხედვაზეა დამოკიდებული. და ჩვენთვის, ყველასათვის კი, ისევ ჩერჩილის ღირსეული სიბრძნით ვამთავრებ, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო, რომელიც ყველაზე ზუსტი გამომცდელია - IN WAR : RESOLUTION. (ომში - გამბედაობა), IN DEFEAT : DEFIANCE. (მარცხისას - დაუმორჩილებლობა), IN VICTORY : MAGNANIMITY.. (გამარჯვებაში - დიდსულოვნება), IN PEACE : GOOD WILL. (მშვიდობისას - კეთილგანწყობა). ასე რომ, გამხნევდით, ეს რეცეპტი უნივერსალურია", - წერს რურუა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა