სკივრში ჩატეული უკვდავი სიყვარული

სკივრში ჩატეული უკვდავი სიყვარული

ზოგჯერ წამიც ისტორიად იქცევა ხოლმე და რა გასაკვირია, რომ "კვირის პალიტრის" 18-წლიან ისტორიასაც კვალი დაემჩნია საზოგადოებაზე - სხვა რომ არაფერი, 2000 წელს წამოწყებული ჩვენი პროექტი "გზავნილი მომავალში" 100 წლის შემდეგაც შეახსენებს თავს საქართველოს. მანამდე კი სკივრი, რომელშიც გზავნილები იყო მოთავსებული, უკვე სამჯერ გაიხსნა და ბევრისთვის ისტორიად იქცა, რომელსაც სიხარულიც ახლდა და ცრემლიც. ახლა სწორედ ერთ ასეთ გზავნილზე გვინდა მოგითხროთ.

"კვირის პალიტრამ" სიყვარული გამიცოცხლა. აქამდეც მინდოდა თქვენთვის მომეწერა, მაგრამ წლები დამჭირდა, რათა კალამი ხელში ამეღო და მომეწერა...

მოსიყვარულე მეუღლე დავკარგე - 2005 წლის 26 ნოემბერს ინფარქტით გარდაიცვალა. წავიდა და უზარმაზარი სიცარიელე დამიტოვა. ორმოცი დღის შემდეგ ქუჩაში პირველად გავედი. გაზეთების ჯიხურს რომ ჩავუარე, თითქოს რაღაც ძალამ უკან მიმახედა.

პირდაპირ "კვირის პალიტრას" დავადგი თვალი და არც დავფიქრებულვარ, ისე ვიყიდე. შინ შევედი თუ არა, გაზეთი მაგიდაზე დავდე და კითხვა დავიწყე. ვხედავ, რამდენიმე ფურცელზე სიაა ჩამოწერილი, - განმეორებით ვბეჭდავთ იმ ადრესატთა სიას, ვინც რედაქციაში თავის გზავნილს უნდა მოაკითხოსო. კი ვიცოდი, რომ "კვირის პალიტრას" ასეთი პროექტი ჰქონდა, მაგრამ მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია. რატომღაც მაინც დავიწყე სიის კითხვა და რას ვხედავ: "ნანა რევაზის ასული გეგელია" - წერია. თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე, ხომ არ მეჩვენება, ან იქნებ სხვა ნანაა-მეთქი, მაგრამ გარკვევით ეწერა ჩემი სახელი და გვარი. ამასობაში მეზობელი შემომესწრო და დაბნეულმა ვკითხე, მართლა ჩემი სახელი წერია-მეთქი? თავი დამიქნია. ის ღამე ძლივს გავათენეთ მე და ჩემმა შვილებმა. დილით "პალიტრის" რედაქციაში მივედი და გოგონებს კონვერტი გამოვართვი. დახედვისთანავე თავბრუ დამეხვა, - ჩემი მეუღლე მიგზავნიდა, ზურიკო, მისი ხელი იყო. გაოგნებულს გოგონებმა მკითხეს, - რა მოხდა, ნაცნობი გწერთ თუ უცნობიო? ჩემი მეუღლე მწერს, გუშინ გადავუხადეთ ორმოცი-მეთქი. ახლა იმ გოგონებს გაუფართოვდათ თვალები. გამოვედი თუ არა შენობიდან, კონვერტი იქვე, ხის ძირში გავხსენი და კითხვა დავიწყე. უცებ ვიგრძენი, რომ იმ ქვეყნად წასულმა ადამიანმა შეიძლება სივრცე გადმოკვეთოს და საყვარელ ადამიანს შეეხმიანოს.

გიგზავნით ამ წერილს და მადლობას გიხდით, თქვენ ხომ ყველაზე ფასდაუდებელი რამ მაჩუქეთ. მიყვარხართ".

ნანა გეგელია

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"