სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (სად) უფროსად ყოფილი პროკურორი მიხეილ ღურწკაია დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ღურწკაია სასჯელაღსრულების სამინისტროში პროკურატურიდან გადავიდა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მაია ხასიას, ის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ხასიას გააჩნია მაღალი კვალიფიკაცია, როგორც ტრენერობის, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. შესაბამისად, უწყების განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხასია კარგი კანდიდატურაა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ