European Voice - შტეფან ფულე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა

 European Voice - შტეფან ფულე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა

European Voice შტეფან ფულეს მიერ საქართველოში თომას ჰამარბერგის წარგზავნას ეხმაურება და სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველო მის ფიქრებში".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკომისარი შტეფან ფულე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა.

"როგორც ჩანს, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა დააბნიეს. ორივე მათგანს ბრძოლა აქვს გამართული გაზეთებისა და თუ ტელეეთერის მეშვეობით. სააკაშვილის შემთხვევაში კი, ევროპის პარლამენტის მეგობარი წევრების მეშვეობითაც", - წერს სტატიის ავტორი.

წერილის მიხედვით, ფულე უკვე აშკარად დაიღალა ორ ცეცხლს შუა ყოფნით. European Voice წერს, რომ მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, ფულემ ისე სწრაფად დატოვა სააკაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა.

"ახლა კი, ფულემ საქართველოში მიავლინა სპეციალური მრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას კონსულტაციებს გაუწევს სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმებში და ადამიანთა უფლებების საკითხებში. "დასაწყისისთვის" ევროკომისარმა მას ოთხთვიანი მანდატი მისცა, რათა "საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები დამოუკიდებელი, ობიექტური რჩევებით უზრუნველყოს". ეს საწყალი კაცი, ვინც ეს სამუშაო უნდა შეასრულოს, თომას ჰამარბერგია, ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების ყოფილი კომისარი", - აღნიშნავს European Voice.

მომზადებულია European Voice-ის მიხედვით. 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა