პრეზიდენტი პრემიერს აკრიტიკებს - "პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია"

პრეზიდენტი პრემიერს აკრიტიკებს - "პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და მას "ჭორაობას" უწოდებს.

როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს სხვის დაავადებაზე საუბარი გაუმართლებლად მიაჩნია.

"ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არასასიამოვნო ტენდენცია დამკვიდრდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის თვალსაზრისით. შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია", - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე განმარტებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია.

"პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას, უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა