"წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ხელფასს იღებდნენ"

"წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ხელფასს იღებდნენ"

წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მინისტრის განმარტებით, იყო თვეები, როდესაც კონკრეტულ მინისტრებს აღებული ჰქონდათ 27 000 ლარი.

"მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 10-12000 ლარს შეადგენდა, რაც დღეს შემცირებულია. ვფიქრობ, ციფრების შედარება მარტივია. მცირდება შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველასთვის, მათ შორის - მინისტრებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი. კანონმდებლობა პრემიის არსს არ განსაზღვრავს, მაგრამ პრემიერმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება. არ შეიძლება ყოველთვე პრემია მიიღო", - განაცხადა ნორად ხადურმა.

ფინანასთა მინისტრის ინფორმაციით, წელიწადში ერთხელ პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მინისტრისთვის პრემიის მოცულობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ მინისტრმა რაიმე განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ასევე, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა