აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ავტორიზაციის აღდგენაზე განაცხადი შეიტანა

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ავტორიზაციის აღდგენაზე განაცხადი შეიტანა

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ განათლების სამინისტროს კანცელარიაში ავტორიზაციის აღდგენის შესახებ ოფიციალური განაცხადი შეიტანა.

როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების.

როგორც ლაშა გოცირიძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ მინისტრი დანაპირებს შეასრულებს და აგრარულ უნივერსიტეტს აღუდგება ავტორიზაცია.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ისიც აღნიშნა, რომ მას ეამაყება უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობა, რადგან ისინი მონდომებულები არიან, უმაღლესი და შესაბამისი განათლება მიიღონ.

პარალელურად, განათლების სამინისტროსთან სტუდენტთა საპროტესტო აქცია იმართება. უზნაძის ქუჩა გადაკეტილია, სამინისტროს პერიმეტრს პოლიცია იცავს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"