ნინუცა მაყაშვილი: "ჩემს გრაფიკს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს და თვითონ გაიქცევა!"

ნინუცა მაყაშვილი: "ჩემს გრაფიკს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს და თვითონ გაიქცევა!"

"მაღვიძარას" წამყვანს, მსახიობ ნინუცა მაყაშვილს არც ერთ ჩემს სახალისო შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ გასჭირვებია. დროა, კითხვა-პასუხზე გადავიდეთ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

-  წარმოიდგინე, რომ აღმოჩნდი უკაცრიელ კუნძულზე, ვანო მერაბიშვილთან, ჩიორა თაქთაქიშვილსა და დავით უსუფაშვილთან ერთად. გაქვს ორკაციანი ნავი, ვის წაიყვანდი თან?

-  დავით უსუფაშვილი ის არის ხომ, პარლამენტის თავმჯდომარე? არა, მაინც ჩიორას წავიყვანდი, რადგან მამაკაცი ასეთ დროს არ არის სანდო. ჩიორას კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა იქნებოდა, კარგად გავუმკლავდებოდი და კაცებს - ვერა. თანაც, ვფიქრობ, ჩიორასთან უფრო გავერთობოდი.

-  მამუკა ღლონტი გეუბნება, რომ ორ წუთში საინფორმაციო გადაცემა უნდა წაიყვანო ღია ეთერში.

-  დიდი სიამოვნებით! ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, ოღონდ ვთხოვდი, სუფლიორი ჩამირთეთ-მეთქი. მე მგონი, გავქაჩავდი!.. სულ მაინტერესებს, როგორია, წამყვანები სერიოზული სახით პოლიტიკურ ინფორმაციას რომ კითხულობენ. მამუკას შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გამიხარდებოდა.

-  მანიკა შემოდის გახეული მთვრალი სტუდიაში.

- (იცინის). კარგიააა!.. მანიკა მთვრალი არასდროს მინახავს, მაგრამ შევეცდებოდი, ისეთი რამ მომეყოლა, რომ გამემართლებინა. მაგალითად, ბევრს ვილაპარაკებდი ალკოჰოლის მავნებლობაზე და ვიტყოდი, რა ცუდია, როდესაც სამსახურში მოდიხარ მთვრალი, შემდეგ კი მოვყვებოდი რაიმე ისეთ ამბავს, რაც ვითომ მანიკას სიმთვრალეს დაუკავშირდებოდა და გაამართლებდა. შევალამაზებდი ამ ამბავს. მოვიგონებდი. ისე, მანიკა რომ დათვრეს, ცუდად იქნება ჩვენი საქმე, რადგან ძალიან აქტიურია გადაცემის წაყვანისას, ისევე, როგორც მე.

-  წარმოიდგინე, მთელი გადაცემის განმავლობაში სტუმარი რუსკათი მოგმართავს.

-  ჩემი დის სახელს ხშირად მეძახიან. წარმოუდგენელია, მე და რუსკა გარეგნულად შეგეშალო ერთმანეთში, მაგრამ მეგობრებიც კი მექანიკურად რუსკათი მომმართავენ ხოლმე. თუ ამას სტუმარი გააკეთებდა მთელი გადაცემის განმავლობაში, მეც იმავეთი ვუპასუხებდი, ოღონდ შემდეგნაირად, თუ ქალი იქნებოდა, კაცის სახელს, მაგალითად, ჯუმბერს დავუძახებდი, თუ კაცი იქნებოდა - ქალისას (იცინის).

-  ანრი ჯოხაძე სტუდიაში გადაცემისას შიშველი შემორბის.

-  ძალიან მაგარია (იცინის)!.. ვიფიქრებდი, რომ მისი ახალი "ობრაზია", ანუ კლიპში კი გაშიშვლდა, მაგრამ ახლა გადაცემაშიც მოვიდა ასე. დავუსვამდი უამრავ კითხვას, ავიღებდი დიდ ინტერვიუს, მაგალითად, ვკითხავდი, სად იმოსება და ა.შ. საერთოდ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

-  დაუგეგმავად გსტუმრობს თინა ხიდაშელი, რომელსაც გადაცემაში პოლიტიკაზე შეკითხვები უნდა დაუსვა.

-  პოლიტიკის მართლა აზრზე არ ვარ, ამიტომაც დავუსვამდი ერთ ზოგად კითხვას, მერე კიდევ ჩავეკითხებოდი რამდენჯერმე და შემდეგ მივცემდი საშუალებას, ბევრი ელაპარაკა. საერთოდ, რასაც ვუყურებ, ჟურნალისტები ჩუმად სხედან და სულ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ხოლმე, ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალებასაც არ აძლევენ, ამიტომ არ გამიჭირდებოდა.

-  თაყვანისმცემელი, რომელიც არ მოგწონს, ადის სახლში და დედას შენს ხელს სთხოვს.

-  ჩემ დაუკითხავად ადის? სახლიდან რომ გამოვიდოდა, დავხვდებოდი და მერე ვერსად წავიდოდა. ისე, დედაჩემი ჩემ გარეშეც გაუმკლავდებოდა. მინდა, ყველას ავუხსნა ჩემი დღის გრაფიკი. დილის 5-ზე ვდგები, ღამის 2-ზე შევდივარ სახლში, შაბათ-კვირას შვილთან ვატარებ. ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდა ჩემი ცხოვრების წესს და თავად გაიქცეოდა.

-  ეთერში შარვალი უხერხულად გაგეხა.

-  სპექტაკლის დროს კაბა ჩამძვრა და არ შევიმჩნიე, ისეთი რეპლიკები ვთქვი, რომ კაბის ჩაძრობა გავამართლე და ვერავინ ვერაფერს მიხვდა, სპექტაკლის ნაწილი ეგონათ. გამოცდაზეც გამხევია შარვალი. ამ შემთხვევაში ფეხს ფეხზე გადავიდებდი, დაველოდებოდი რეკლამას და სტუდიიდან ყველას გასვლას და მერე გავიდოდი.

-  მაღაზიიდან გამოდიხარ და გეუბნებიან, რომ ჩანთა უნდა გახსნა, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ნივთები მოიპარე.

-  საერთოდ, ბავშვთან ურთიერთობისასაც ეს პრინციპი მოქმედებს. მოლაპარაკება - ანუ უნდა შესთავაზო 2 რამ, ერთი კარგი და მეორე ცუდი. გამოსავალს თავად აირჩევს, სავარაუდოდ, კარგს. ამ შემთხვევაში შევთავაზებდი მათ, ჩანთას გავხსნი, მაგრამ თუკი არაფერი არ აღმოჩნდება, მაშინ რაიმეს მაჩუქებთ-მეთქი, მაგალითად, ჩიფსს. ისე არ გავუხსნიდი. თანაც, გააჩნია, რა ხასიათზე ვიქნებოდი და რა ფეხზე ვიქნებოდი დილით ამდგარი. როცა ჩანთაში არაფერი აღმომაჩნდებოდა, თავად მოუწევდათ საჩუქრის მოცემა (იცინის). თუ არადა, პატრულთან ვუჩივლებდი შეურაცხყოფისთვის.

-  დაბოლოს, იღვიძებ ერთ დღეს, ახლა რაც გაქვს იმ ჭკუით, უბრალოდ, 12 წლის ხარ.

-  ბევრ რამეს გამოვასწორებდი და ფულსაც ვიშოვიდი.

-  როგორ?

-  წარმოიდგინე, ახლა რა ჭკუაც მაქვს, ის რომ 12 წლის ბავშვს ჰქონდეს. რაღაცას მოვიფიქრებდი (იღიმის).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"