ლევან ვასაძე - "არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია”

ლევან ვასაძე - "არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია”

"პოლიტიკაში სამი კატეგორიის ხალხი მოდის: არამზადები - ძალაუფლებით ტკბობისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, მიამიტი ჯიგრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას გააკეთებენ ქვეყნისთვის და მერე ფუჭდებიან, და ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც შედიან ამ ბრძოლაში და ჯვარზე ეკვრებიან მიუხედავად იმისა, რომ იციან, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის", - აცხადებს "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენი ლევან ვასაძე.

ბიზნესმენის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას პოლიტიკური ამბიციები გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩემი დამოკიდებულება პრესისადმი ძალიან ლოიალურია, თუმც მრავალი წლის განმავლობაში მე ვარ მსხვერპლი ცილისწამებისა და ჭორებისა. ბოლო ათი წლის განმავლობაში უამრავი შემთხვევა დავითვალე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების კონტროლირებადი მედია შესაშური რეგულარულობით, 2-3 თვეში ერთხელ, ჩემზე წერდა, რომ პოლიტიკური ამბიცია მაქვს. ადრე იწერებოდა, რომ ეს ამბიციები მქონდა, მერე კი წერდნენ, თითქოს ამის შესახებ განვაცხადე. არც ერთი ეს ჭორი და პუბლიკაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჭკვიანმა ადამიანებმა მირჩიეს, რომ არანაირი აზრი არა აქვს ამ ჭორების უარყოფას. რაც უნდა მეთქვა, მაინც ჩემს წინააღმდეგ მოტრიალდებოდა ყველაფერი. ამიტომაც ვიყავი მთელი წლები ჩუმად", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა