ლევან ვასაძე - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ახალქალაქში უნდა გადავიდეს

ლევან ვასაძე - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ახალქალაქში უნდა გადავიდეს

"მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ბიზნესმენი საკუთარ მოსაზრებას ქვეყნის დეურბანიზაციის საჭიროებითა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მოტივით ხსნის.

"იცით, გაეროს დასკვნების შესახებ? საგანგაშოა მათი მონაცემები საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვგონია, რომ 2050 წელი შორსაა, როდესაც გაეროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 32%-ით შემცირდება და სწორედ ქართველების ხარჯზე.

ქალაქში ადამიანს სივრცე არ ჰყოფნის და გამრავლების სურვილი არ აქვს. სოფელში კი პირიქითაა, რაც მეტი შვილი ჩნდება, მეტ სივრცეს იკავებს და ოჯახი ძლიერდება. საჭიროა ქვეყნის სასწრაფოდ დეურბანიზაცია.

ჩვენი ორი ეთნიკური რეგიონის - ახალქალაქისა და მარნეულის ინტეგრაციაზე წლებია ვფიქრობ. კონსულტაციებს გავდივარ სულიერ მამებთან, ჩემზე ჭკვიან ხალხთან, და მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მომზადდეს ორი პროექტი. რესპუბლიკური მასშტაბის (და არა მუნიციპალური) ადმინისტრაციული დაწესებულებები - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. ამით სომხებს მივცემთ კოლოსალურ შემოსავალს, მშენებლობაზე დავასაქმებთ, რძეს და კარტოფილს მოგვყიდიან და შემოსავალი გაუჩნდებათ. ამით მათი ინტეგრაციაც მოხდება, ქართულს უკეთ ისწავლიან და ბევრად კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ბიზნესმენი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა