სოსო ჯაჭვლიანი: "თახსირმა გიგი უგულავამ თქვა, რომ "მარშრუტკებთან" რაღაც წილები მქონია"

სოსო ჯაჭვლიანი: "თახსირმა გიგი უგულავამ თქვა, რომ "მარშრუტკებთან" რაღაც წილები მქონია"

სოსო ჯაჭვლიანი კატეგორიულად უარყოფს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს "ქართული ოცნების" დატოვებას აპირებს.

- მე ვთქვი, რომ ჩემი ადგილი არ იქნება იმ სახელისუფლებო გუნდში, რომელიც საქართველოს, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულების ავტორებს არ დასჯის. ვინც ცოცხებით აწამებდა, ქუჩაში ხვრეტდა ხალხს, ქონებას ართმევდა, სისხლის ტბები დააყენა და ტერიტორიები ჩააბარა მტერს, უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რა მესაქმება იმ სახელისუფლებო გუნდში, ვინც ამას არ გააკეთებს?

- ჯაჭვლიანი ულტიმატუმის სახით მოითხოვს "ნაციონალების" დაჭერასო?

- მოვითხოვ რა, ფარაონი ვარ?! ხალხი მოითხოვს ფაქტებზე რეაგირებას. გასცა თუ არა პრეზიდენტმა აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის ბრძანება? სააკაშვილის რეჟიმის დროს არ ჩახოცეს გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გამცემლიძე? პროფესორი გურამ შარაძე არ დახვრიტეს? არ უნდა დაისაჯონ ამის ჩამდენები? დღეში ათი ათასი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, რას აპირებთო? იოლი ასატანია ეს? ვერ ითმენს ხალხი. ისე გაამწარეს, რომ ძნელია უთხრა, მოითმინეო.

პარლამენტში პირველი სესია რომ ჩატარდა, მაშინ რომ ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი ერთი კითხვით, რა ვუყოთ ნაცებსო, მთელი საქართველო ერთ პასუხს იტყოდა, დედა უტირეთო. 90% ხომ მაინც იტყოდა ამას? მაგრამ ამას ხომ ვერ ვიზამთ? თუ მოძალადეებს ძალადობით დავუპირისპირდებით, რა განსხვავება იქნება ჩვენსა და "ნაციონალებს" შორის? არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი. ახლა ავტომატიან ხალხს იჭერენ და სასამართლო 5.000 ლარად ათავისუფლებს, მაშინ, როდესაც ზურაბ ადეიშვილის მინისტრობისას, სასამართლო მშიერ ბავშვებს პურის მოპარვისთვის ციხეს უსჯიდა. კობა დავითაშვილის თქმისა არ იყოს, სანამ სასამართლოები არ გაიწმინდება, ქვეყანაში უტიფარი კაცების მეორე ხელისუფლება იარსებებს. თუ ხალხს მოლოდინი ძალიან გაუგრძელდა, პროტესტს გამოხატავს.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ხალხთან გულწრფელ ურთიერთობაში. ჩვენი ზრუნვა უნდა იგრძნონ. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს და კითხვები ყოველთვის იქნება, მათი მოსმენა უნდა შეგვეძლოს, თუ შეცდომა ვერ დაინახე, ვერასოდეს გაიზრდები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა