ირაკლი ფირცხალავა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი პირების დაკითხვას ითხოვს

ირაკლი ფირცხალავა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი პირების დაკითხვას ითხოვს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში დაფიქსირებული პირების დაკითხვას ითხოვს.

როგორც ფირცხალავამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, მას გავრცელებულ ფირებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა შაბათს გადაეცა. მისი თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ვიდეო შედგება რამდენიმე ფირისგან და იარაღის ამოღების პროცესთან დაკავშირებული კადრები არ არის გაწყვეტილი.

"დასკვნაში ნათქვამია, რომ ფირი ვარგისია. სიყალბეზე ამ ექსპეტიზის დასკვნაში საუბარი არ არის", - აცხადებს ფირცხალავა.

მისივე თქმით, დასკვნა სამოყვარულო დონის პროგრამით ჩატარებულ ექსპერტიზას ეფუძნება.

"ამ საქმის გამოსაძიებლად აუცილებელია იმ პირების დაკითხვა, ვინც ამ ვიდეოში მონაწილეობდა. თქვან, რომ იქ იარაღები მართლა იყო, ან ფირცხალავამ დაავალათ ჩადება და დასრულდეს ყველაფერი", - აცხადებს ფირცხალავა.

მისივე თქმით, არ შეიძლება გამოძიების მხრიდან ასეთი თამაში.

პროკურატურამ 15 მარტს გაავრცელა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ