ირაკლი ღარიბაშვილი - რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ

ირაკლი ღარიბაშვილი - რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრას უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც ესწრებოდა. შს მინისტრმა ქუცნაშვილს ხუმრობით მიმართა - "უმცირესობაში გადმოხვედი ზაქარია? შენ არავის დაუპატიჟებიხარ, მე მგონი".

ღარიბაშვილმა ქუცნაშვილს სთხოვა, დაეტოვებინა დარბაზი და აღნიშნა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს.

"რომც სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ",-მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ მათ დისკომფორტი არ აქვთ და პრობლემა არ იქნება, თუ უმრავლესობის წევრი დარბაზში დარჩება.

"ერთი თხოვნა უბრალოდ, რომ დისკუსიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სხვა მხრივ, ღია სხდომაა და პრობლემა არ არის",-განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ