რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე

რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე

პროფესიით გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად, დირექტორად, იყო პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ახლა პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელია. რა გასაკვირია, რომ ელენე თევდორაძის დაუვიწყარი მოგონებების ნაწილი ციხეებში ნანახს უკავშირდება, თუმცა ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი წუთების გახსენება ბავშვობიდან დაიწყო.

ხუთი კარტოფილით ნაყიდი ლაკის ფეხსაცმელი

წლის და რვა თვის ვიყავი, როცა ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო. წარმოიდგინეთ, იმ დროს ლენინგრადში ჩასვლა რამდენად რთული იყო, მაგრამ ბაბუა ჩამოვიდა და ბლოკადიდან გამომიყვანა. მომკიდა ხელი და თბილისში წამომიყვანა. დედა ლენინგრადში დარჩა. მამა არ მახსოვს, ომში დაიღუპა. ის, რაც არასდროს დამავიწყდება, უცნობ დედასთან შეხვედრაა. 5 წლის ვიქნებოდი, როცა დედა ჩამოვიდა. მახსოვს, საწოლის ქვეშ შევძვერი და დავიმალე. მეხვეწებოდნენ, გამოდიო, მაგრამ უცხო ადამიანთან მისვლის მეშინოდა. სამალავიდან ვაკვირდებოდი ლამაზ, უცნობ ქალს. ომის შემდეგ საშინელი სიდუხჭირე იყო. დედას კი ძალიან უნდოდა ჩემთვის საჩუქარი ჩამოეტანა. მატარებელი როსტოვში გაჩერებულა, სადგურზე ოჯახიდან გამოტანილ ნივთებს ყიდდნენ. ქალს ბავშვის ლაკის ფეხსაცმელი ჰქონია გამოტანილი. დედას ფული არ ჰქონდა, მაგრამ იმ ქალმა ფეხსაცმელი ხუთ კარტოფილში გაუცვალა. მატარებელი რომ დაიძრა, დედამ გვიან აღმოაჩინა, რომ ორივე ფეხსაცმელი ერთი ფეხისა იყო.

საკლასო "ზოოპარკი"

უცხო ენების ინსტიტუტი რომ დავამთავრე, იმ წელსვე დავიწყე სკოლაში მუშაობა. მახსოვს პირველი დღე, როცა ჩემს სადამრიგებლო კლასში უნდა შევსულიყავი. მეექვსე კლასი იყო, განსაკუთრებულად მძიმე, რომელსაც ვერც ერთმა დამრიგებელმა ვერ გაუძლო. ახალგაზრდა ვიყავი და სკოლის დირექტორს იმედი ჰქონდა, რომ ამ ბავშვებთან საერთო ენას გამოვნახავდი. მახსოვს, საკლასო ოთახის კარი ვერ გავაღე, შიგნიდან ჰქონდათ ბავშვებს ჩაკეტილი. ამ დროს ზოგი კატასავით კნავის, ზოგი ძაღლივით ყეფს, ზოგიც ძროხასავით ზმუის. რა უნდა მექნა, კართან ახლოს მივედი და ვირივით ყროყინი დავიწყე. ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი გაოცებულმა ბავშვებმა კარი გააღეს. ასე შედგა ჩვენი მეგობრობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ