ავარიის გამო დედაქალაქის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ავარიის გამო დედაქალაქის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისის ერთ-ერთ ქვესადგურში ავარიაა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს შეუწყდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო ენერგოსისტემიდან აცნობეს, ქვესადგურის ავარიის მიზეზი უცნობია. აღნიშნულის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდება აღმაშენებლის გამზირს, საბურთალოს, ვერისა და დიდუბის რაიონის ნაწილს.

ენერგოსისტემის წარმომადგენელთა ცნობით, მიმდინარეობს სარეზერვო სქემაზე გადასვლა და თბილისის რაიონებს ელექტრომომარაგება უახლოეს ხანში აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"