მაია ყიფიანი ბებია გახდა

მაია ყიფიანი ბებია გახდა

პროდიუსერი მაია ყიფიანი, მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია არაიკ ბაბაჯანიანზეა გათხოვილი და მოსკოვში ცხოვრობს. მცირე ხნის წინ შევიტყვე, რომ ის თბილისში ძალიან საპატიო მიზეზის გამო ჩამოვიდა. 11 მარტს მაიას პირველი შვილიშვილი, ნიკოლოზი შეეძინა. ოჯახი პატარის დაბადებას დიდი სიხარულით შეხვდა. მაიას ერთადერთი შვილი ჰყავს, ლადო ზეინკლიშვილი. პატარა ნიკოლოზი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მაია ყიფიანს ეს სასიამოვნო სიახლე მივულოცე და ამბებიც გამოვკითხე.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის!.. ძალიან ბედნიერები ვართ და მინდა, რომ ჩემი შვილიშვილიც ისეთივე ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება, როგორიც ახლა ჩვენ ვართ. სწორედ ახლა მივდივარ მისთვის რაღაცების საყიდლად. ნიკოლოზი 11 მარტს დაიბადა.

- ეს სახელი ვინმეს პატივსაცემად დაარქვით?

- არა, უბრალოდ, კარგი სახელია და ამიტომ დავარქვით. ის ჩემი პირველი შვილიშვილია. სხვათა შორის, მშობიარობას დავესწარი. ჩემმა რძალმა საკეისრო კვეთა გაიკეთა, თუმცა არ დაუძინია, სპინალური გაუკეთეს. მშობიარობაზე დასწრებას არ შევუშინებივარ. ჩემი შვილიშვილი ჩემ თვალწინ დაიბადა და ეს სასწაული გრძნობა იყო.

- თქვენს რძალთან კარგი ურთიერთობა გქონიათ, რადგან მშობიარობას დაესწარით.

- კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი რძალი ლიკა უთმელიძეა, ყოფილი მოდელი. ნიკოლოზი მისთვის მეორე შვილია. პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. ლიკამ თვითონ მთხოვა, რომ მშობიარობას დავსწრებოდი. დედამისი ისეთ დღეში იყო, ვერ შეჰყვებოდა. ჩემი შვილიც არ შევიდა. ლიკას მეგობრები არიან ნანუკა ჟორჟოლიანი და ლელა კილაძე. ნანუკა მოგვიანებით შემოვიდა, როდესაც ბავშვი გაჩნდა, ლელა კი ჩემთან ერთად ესწრებოდა მშობიარობას. ასე რომ, მარტო არ ვყოფილვარ და ეს პროცესი უფრო გამიადვილდა (იღიმება).

- ლადო და ლიკა როდის დაქორწინდნენ?

- ჯერ არ არიან დაქორწინებული, მაგრამ ალბათ აწი მოაგვარებენ ამ საკითხს (იღიმის).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"