ვანო მერაბიშვილი - მე და ღარიბაშვილი ერთ რამეში ვგავართ: არცერთს არ გვაქვს გამართული მეტყველება

ვანო მერაბიშვილი - მე და ღარიბაშვილი ერთ რამეში ვგავართ: არცერთს არ გვაქვს გამართული მეტყველება

მე და დღევანდელი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ რამეში ვგავართ ერთმანეთს: არცერთს არ გვაქვს გამართული მეტყველება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.

მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი მიხვდება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ხელისუფლების უარი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე. ”მომიყვანეთ თუნდაც ერთი მაგალითი, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრზე ან პარლამენტარზე განახორციელა ზეწოლა, რათა ის გადასულიყო მმართველ პარტიაში. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პატარა ძალადობა დღეს მოგვცემს გაცილებით დიდ ძალადობას ხვალ, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ