ნინო ანანიაშვილი - ბედნიერი ვარ, ჩემი მეუღლე რომ დამიბრუნდა

ნინო ანანიაშვილი - ბედნიერი ვარ, ჩემი მეუღლე რომ დამიბრუნდა

ახლახან საქართველოს ყველაზე დიდ თეატრებში ცვლილებები განხორციელდა და ხელმძღვანელობა შეიცვალა. გავრცელდა ხმები, რომ შესაძლო იყო შეცვლილიყო თბილისის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელიც - ნინო ანანიაშვილი... თანაც, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა მისი მეუღლე - გრიგოლ ვაშაძე. მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე, ქართველი პრიმაბალერინას მისამართით წლების განმავლობაში არაერთი საყვედური ისმოდა... ნინო ანანიაშვილმა დაძაბული გრაფიკის მიუხედავად (საპრემიერო სპექტაკლების წინ) ჩვენს შეკითხვებს უპასუხა:

- ქალბატონო ნინო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცვლილებები განხორციელდა, როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- დიახ... ახლახან დაინიშნა ბატონი გიორგი ჟორდანია და ჩვენ უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა. ალბათ ერთად ბევრ რამეს გავაკეთებთ და შედეგიც გვექნება.

- გქონიათ დღემდე შემოქმედებითი თანამშრომლობა გიორგი ჟორდანიასთან?

- როგორ არა. სპექტაკლ "მაკნატუნაში" ვცეკვავდი, როდესაც იგი დირიჟორობდა... მე მაშინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში როგორც სტუმარი ჩამოვდიოდი და ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. კარგი პროფესიონალია და რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არანაირი პრობლემები არ გვქონია. ახლა სულ სხვა სახის ურთიერთობა გვექნება. როგორც თეატრის ხელმძღვანელებს ბევრი საქმე გვექნება ერთად მოსაგვარებელი.

- თეატრებში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ცოტა რთული წარმოსადგენია თქვენი შემცვლელის პოვნა, მაგრამ დადგა თუ არა ეს საკითხი საერთოდ?

- ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დამდგარა. თუმცა შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს... რაც შეეხება ცვლილებებს, ეს ბუნებრივია. როდესაც მთავრობა იცვლება, თეატრებშიც იცვლება ხელმძღვანელობა და ამაშიც დიდ კატასტროფას ვერ ვხედავ... მთავარია თუ კონტრაქტების სისტემა არსებობს, კონტრაქტები არ დაირღვეს. პროცესი არ უნდა შეწყდეს და არ უნდა შეეხოს უბრალო ხალხს, რომლებიც თეატრში მუშაობენ. ანუ არ უნდა იყოს მასიური ცვლილებები. ხელმძღვანელების შეცვლა კი ის მოვლენაა, რომელიც მთავრობის შეცვლასთან ერთად არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან ხდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"