2013 წელს პარლამენტის თბილისში გადატანა ვერ მოხერხდება

2013 წელს პარლამენტის თბილისში გადატანა ვერ მოხერხდება

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2013 წელს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანა ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

თუმცა მისივე თქმით, პარლამენტი აუცილებლად გადავა თბილისში.

"პარლამენტზე ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი, პარლამენტი, 100%-იანი გარანტიით ვთვლით, რომ აუცილებლად გადავა თბილისში, თუმცა ექსპერტებისგან მივიღეთ დასკვნა, რომ ეს მიმდინარე წელს ვერ მოხდება შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, არ ვიჩქარებთ და ის საკონსტიტუტიცო პაკეტთან ერთად გავა", - განაცახადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა