ნიკოლოზ ცისკარიძეს ბინა დასაშინებლად გაუტეხეს

ნიკოლოზ ცისკარიძეს ბინა დასაშინებლად გაუტეხეს

მოსკოვში მძარცველებმა ცნობილი ბალერონის, ნიკოლოზ ცისკარიძის ბინის გატეხვა სცადეს. ცისკარიძემ 21 მარტს, საღამოს სახლში დაბრუნებისას სახლის კარების გაღება ვერ შეძლო. მან პოლიცია გამოიძახა, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება მოცეკვავემ არ ისურვა.

წინასწარი მონაცემებით, ცისკარიძის ბინიდან არაფერი წაუღიათ. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ბინაში შეჭრა არა გაქურდვის, არამედ დაშინების მიზნით სცადეს, რაც შეიძლება მოსკოვის დიდი თეატრის ირგვლივ არსებულ სკანდალს უკავშირდებოდეს.

2013 წლის 17 იანვარს ბალეტ ГАБТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელ სერგეი ფილინს სახლთან უცნობი ადამიანი დაესხა და სახეში მჟავა შეასხა. დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით დიდი თეატრის სოლისტი პაველ დმიტრიჩენკო დააკავეს. დიდი თეატრის გენერალური დირექტორი ანატოლი იკსანოვი დარწმუნებულია, რომ დანაშაულის მოტივი სერგეი ფილინის ბალეტ ГАБТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჩამოშორება იყო. ჟურნალ Сноб-თან ინტერვიუში მან არ გამორიცხა ნიკოლოზ ცისკარიძის მონაწილეობა ფილინზე  თავდასხმაში. ცისკარიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს, თუმცა ბრალი არ წაუყენებიათ.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"