აკურის ბაგა-ბაღი ინგრევა

აკურის ბაგა-ბაღი ინგრევა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის ბაგა-ბაღის თანამშრომლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, შენობა ამორტიზებულია და არსებობს მისი დანგრევის სერიოზული საფრთხე. ბაღის ადმინისტრაციამ, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბევრჯერ მიმართა, თუმცა შენობის რეაბილიტაციის რამდენიმე მცდელობა დღემდე უშედეგოა. სოფელ აკურის სკოლამდელი დაწესებულება დაახლოებით 40 წლის წინ დაარსდა. ბაღში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს პირველი სართული - ფანჯრის მინები ჩამტვრეული, კედლები კი დაზიანებულია. ამ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პირველ სართულს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება, რასაც მთელი შენობის დემონტაჟი მოჰყვება. დიდი ხანია, რაც შენობის ეს ნაწილი აღარ ფუნქციონირებს და 60-მდე აღსაზრდელი შენობის მეორე სართულზე ორ ოთახში იღებს სკოლამდელ განათლებას. ამასთან, ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ბავშვების ერთი საძინებელი ოთახი გაეუქმებინა, რადგან წვიმის დროს ამ ოთახში წყალი ჩადის.

აკურის ბაგა-ბაღის შენობა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზეა, რომელიც დაწესებულებაში შექმნილ ვითარებაზეა პასუხისმგებელი. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძის განმარტებით, სპეციალისტები შეისწავლიან აკურის ბაგა-ბაღის პრობლემებს და ექსპერტების დასკვნის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძლებისდაგვარად გამოიყოფა თანხა.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა