სიღნაღის რაიონში მოზარდის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

სიღნაღის რაიონში მოზარდის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს

სიღნაღის რაიონში მოზარდის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დავით შალვაშვილს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების გამო ბრალი 118-ე მუხლით ედება. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება თავისუფლების 1-დან 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილება აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, დავით შალვაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და იგი აღრიცხვაზეც არის აყვანილი.

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, დღეს არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. 37 წლის დავით შალვაშვილმა 15 წლის მოზარდს ჭრილობა, საკუთარი სახლის ეზოში, მკლავის არეში მიაყენა.

დაჭრილის დედის თქმით, შალვაშვილი ოჯახის ნათესავია და წარსულში ოჯახებს შორის დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა. მოზარდი ამ დროისთვის "არქიმედეს" წნორის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ