ია ფარულავა - ფადი ასლის წინააღმდეგ ჩივილს არ ვაპირებ

ია ფარულავა - ფადი ასლის წინააღმდეგ ჩივილს არ ვაპირებ

ია ფარულავას "ფეისბუკის" გვერდზე მსახიობის ფოტო დაიდო. როგორც თავად ია წერს, ეს მისმა ყოფილმა მეუღლემ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ გამოაქვეყნა:

- ეს ძველი ფოტოა და ფადი ასლიმ გადაიღო. შენახული იყო სახლის კომპიუტერში და თუ როგორ და რატომ მოხვდა ინტერნეტსივრცეში, თავად მოჩოთქეთ. ერთს ვიტყვი: აფსუს, რა თხელი ვიყავი!

ფოტოს გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ფარულავა წერს, მას არ გააღიზიანებდა თუნდაც ეროტიკული ფოტოები, თუკი ის რომელიმე მისი ფილმიდან იქნებოდა, მაგრამ პირადი ფოტოს გამოქვეყნებას კანონდარღვევად მიიჩნევს და ადვოკატებს რჩევას სთხოვს. მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ თუ საქმე კომპრომატებზე მიდგა, მასაც შეუძლია ეს უკანასკნელი გამოაჩინოს. - თავის დროზე უნდა მეჩივლა, მე მაქვს მაგარი ვიდეოები ფადულასი და რა ვიცი, აბა?!

"კვირის პალიტრა" მსახიობს დაუკავშირდა: - როდესაც სახლიდან წამოვედი, ეს ფოტო კომპიუტერში დარჩა. ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოაქვეყნა, მაგრამ მე რომ არ დავუდებდი საკუთარ თავს, ფაქტია.

- ჩივილს ხომ არ აპირებთ?

- პირადი ფოტოების უნებართვოდ გამოქვეყნება კანონდარღვევაა, მაგრამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"