კიდევ ერთი პატიმრის წერილი ახალაიას წინააღმდეგ - ”ახალაიას თანდასწრებით გვცემდნენ”

კიდევ ერთი პატიმრის წერილი ახალაიას წინააღმდეგ - ”ახალაიას თანდასწრებით გვცემდნენ”

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კიდევ ერთი განცხადება შევიდა, რომელიც პატიმრისადმი არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება. პატიმრის წერილში წერია: "ჩემი, ასევე სხვა პატიმრების სასტიკი ცემა ხდებოდა მაშინდელი მინისტრის, ბაჩო ახალაიას თანდასწრებით და მითითებით, იქვე იმყოფებოდნენ მეგის ქარდავა და ს.ა.დ.-ის და ციხის მაღალი თანამდებობის პირები."

პატიმრის წერილი პირველად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას გაეგზავნა. ეკა ბესელიას თქმით, მის კომიტეტში 4000-ზე მეტი წერილია შესული.

"კონკრეტულად ეს წერილი უკვე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. ძალიან მძიმე ფაქტებთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ეკა ბესელია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ