გია ხუხაშვილი "იმედზე" გადაცემას წაიყვანს?

გია ხუხაშვილი "იმედზე" გადაცემას წაიყვანს?

”იმედზე” აპრილიდან ახალი გადაცემა დაიწყება, სადაც საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე იმსჯელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი გია ხუხაშვილი იქნება, თუმცა ხუხაშვილმა "ამბები.გე-ს" ინფორმაცია არ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გადაცემას წამყვანი არ ეყოლება და იქ სხვადასხვა თემებზე ადამიანების რამდენიმე ჯგუფი იმსჯელებს.

ფაქტია, რომ ხუხაშვილი გადაცემის მომზადების პროცესში აქტიურად არის ჩართული და მისი დაინტერესება დიდია. როგორც მან "ამბები.გე”-ს განუცხადა, გადაცემა რეალითი შოუსა და თოქს-შოუს ელემენტების შემცველი იქნება. "გადაცემაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას და ხელისუფლებას შევთავაზებთ", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

გადაცემაში მუდმივად იმსჯელებს ადამიანთა ერთი ჯგუფი, ხოლო მეორე ჯგუფი გადაცემიდან გადაცემამდე შეიცვლება. რაც შეეხება თემებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ თემები აქტუალობის მიხედვით შეიცვლება.

"გადაცემით შევეცდებით აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისას მოხდეს საზოგადოების ჩართულობა და კონკრეტული დასკვნები გამოვიტანოთ", - განაცხადა ექსპერტმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემის სახელი არ გაამხილა.

თეა ბითაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა