აჭარის შს სამმართველოს უფროსს და საია-ს თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

აჭარის შს სამმართველოს უფროსს და საია-ს თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესსნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.

"მოვდიოდით მანქანით, რა დროსაც მთელი სისწრაფით მიმავალმა "ჯიპის" მარკის ავტომანქანამ ჩაგვიქროლა, რასაც მოჰყვა მანქანის ძლიერი სიგნალი და მძღოლის მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები: "შენ ბიჭო, იცი რა მოგივა? ვის ელაპარაკები არ იცი? სამხარეოს უფროსი ვარ და აწი რა მოგივა, შენ თავს დააბრალე" და შემდეგ ჩვენი მისამართით სიგარეტის ნამწვი ისროლა", - აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე, რომელიც მანქანას მართავდა, აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა.

ამასთან, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დადგმული პროვოკაცია და კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს პრესსამსახური გააკეთებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ