კახა კალაძე -100 კვ. საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებელს ტარიფი ნახევარი თეთრით შეუმცირდება

კახა კალაძე -100 კვ. საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებელს ტარიფი ნახევარი თეთრით შეუმცირდება

100 კვ. საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს ტარიფი ნახევარი თეთრით შეუმცირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო ახალი მემორანდუმების გაფორმების საკითხი "ენერგო პრო ჯორჯიასთან" და "თელასთან".

როგორც მინისტრმა განმარტა, მოლაპარაკებები დასრულებულია და გაფორმდება ხელშეკრულებები ოთხი წლის ვადით "თელასთან", ხოლო ორი წლით "ენერგო პრო ჯორჯიასთან", რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფები იგივე დარჩება.

"ერთადერთი ცვლილება შეეხო იმ აბონენტებს, ვინც 100 კვ. საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, მათ ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით, ანუ ჯამში 4 თეთრით უმცირდებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" საინვესტიციო ვალდებულებები ძალაში რჩება და ტარიფები მხოლოდ კომპანიების ამონაგების ხარჯზე შემცირდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა