ცოტნე გამსახურდია პოლიტიკაში მიდის

ცოტნე გამსახურდია პოლიტიკაში მიდის

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის ვაჟი გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"მე მაქვს გარკვეული გეგმები პოლიტიკასთან მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ვგეგმავ. შესაძლოა, სხვა ტიპის ორგანიზაციისაც, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად, ამ თემაზე საუბარი არა მსურს. ამ ეტაპზე ანალიტიკური მუშაობითა და კონსულტაციებით შემოვიფარგლები", - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

მისი თქმით, საპრეზიდენტო ამბიციები არ გააჩნია და მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

"საპრეზიდენტო ამბიციები არ მაქვს. ყველაფერ დანარჩენს თავი რომ დავანებოთ, საამისოდ ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს", - ამბობს ექს-პრეზიდენტის ვაჟი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა