ნინო გიორგობიანი - მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ნინო გიორგობიანი - მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიტპატიმრის სტატუსით პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ კახეთში სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ლაგოდეხის რაიონში საგზაო წესების დარღვევისთვის, კერძოდ, კი ღერძულა ხაზის არასწორი გადაკვეთისთვის "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც მელორ ვაჩნაძე მართავდა.

გიორგობიანის ინფორმაციით, საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციას არ დაემორჩილა, რისთვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს.

მისივე თქმით, დაკავებული ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც გიორგობიანი აცხადებს, საქმის მასალები სასამართლოში გადაგზავნილია და ამ საქმეზე სხდომა დღეს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ