პატრიარქი მრევლს მისთვის ლოცვას სთხოვს

პატრიარქი მრევლს მისთვის ლოცვას სთხოვს

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათაც სთხოვა, მისთვის ილოცონ . "ექიმების რეკომენდაციით, ორი კვირით მივდივარ ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში და იქ პატარა ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდები. იმედი მაქვს თქვენი ლოცვების, იმედით მივდივართ ჩვენ უცხოეთში", - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე, საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა ჭყონდიდის ეპარქიიდან, დააჯილდოვა დამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით, ბერი დავით სუთიძე კი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ ასევე მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც ორ კვირაში ავღანეთში მიემგზავრებიან. უწმინდესმა მათ გზა დაულოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. გარდა ამისა, პატრიარქმა პატიმრებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით ახლად შექმნილი ფონდი დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"