მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებისას მომხმარებლებს, სავარაუდოდ, საკომისიო 4 პროცენტი ჩამოეჭრებათ. საკომისო თანხის ოდენობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, დღეს დილით, ერთ-ერთი კომპანიის აპარატით სარგებლობისას, მომხმარებლებს 1 ლარზე ოთხი თეთრი ჩამოეჭრათ.
ამასთან, საკომისიოს ოდენობას სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
გარდა ამისა, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება, ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებით - სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებგვერდები.