Hurriet Daily News - იუსუფელის კაშხალი ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

Hurriet Daily News - იუსუფელის კაშხალი ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

თურქული გამოცემა Hurriet Daily News უილკო ვან პერჰენის სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულმა ძეგლებმა პარჰალმა და ოთხთა ეკლესიამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება.

იუსუფელის კაშხალი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - მსოფლიოში სიმაღლით მესამე და თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება. თუმცა, კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ, ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს, - წერს სტატიის ავტორი.

მომზადებულია Hurriet Daily News-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"