"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"

"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"

"სამწუხაროდ, დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მინიმუმამდეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაუშვებელია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ხიდის აღსადგენად", - ალბათ, ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი შინაარსის წერილი საქართველოს კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს ომიდან სამიოდ თვეში გაუგზავნა თავის რუს კოლეგას, ალექსანდრ ავდეევს. გრიგოლ ვაშაძე იმ გუნდის წევრია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთში კონცერტების გამართვის გამო ანსამბლი "ერისიონი" "კრემლისიონად" მონათლა და მოღალატის იარლიყიც დაუნანებლად უბოძა. ეს წერილი სამსჯავროზე გია ხუხაშვილმა გამოიტანა, რის შემდეგაც "ორგზის" მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის პასუხმაც არ დააყოვნა.

გრიგოლ ვაშაძე: "ეს ის პერიოდია, როდესაც ემისრები წინ და უკან დაქროდნენ. მესიჯები ჩამოჰქონდათ ჩემთან და აქედანაც მიჰქონდათ. ეს იყო ორივე მხარის ბოლო მცდელობა, რომ ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ სასტარტო პოზიციამდე მიგვეყვანა. ამ პოლიტიკური აქტივობის მეოთხეხარისხოვანი დეტალი იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცაზე მოვილაპარაკებდით, შეიძლებოდა კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ინტერესები სრულიად შეუთავსებელი იყო, ასე რომ, ეს თემა თავისთავად დაიხურა. არასოდეს არავის, არც ერთ ჟურნალისტს არ ვეტყვი (ალბათ, ამის თქმის დრო მოვა, მაგრამ უახლოეს მომავალში არ ვიტყვი), ვინ ჩამოდიოდა, ვინ მიგზავნიდა მესიჯებს და რას ვპასუხობდი, იმიტომ, რომ ეს დააზარალებს საქართველოს ინტერესებს და იმ ნდობას, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. როგორ მოხდა, რომ წერილი, რომელიც იყო კულტურის სამინისტროს არქივში, ვიღაც მესამეხარისხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის "ფეისბუკზე" აღმოჩნდა?

ამაზე სასწრაფო გამოძიების ჩატარებაა საჭირო, იმიტომ, რომ ნეგატიური ცვლილებები სახელმწიფო აპარატში უკვე შეუქცევად ხასიათს იღებს. ჩვენ საქმე ან მავნებლებთან გვაქვს, ან კლინიკურ იდიოტებთან. როგორ მოხდა, რომ დღევანდელ საქართველოში, რომელიც ვითომდა დემოკრატიისა და კანონის დაცვის მაგალითი უნდა იყოს, ვიღაცას კულტურის სამინისტროდან გამოაქვს წერილი და აძლევს ვიღაც პროვინციელ პოლიტოლოგს".

გია ხუხაშვილი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი: - ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს შეჩვეული ვიყავით, მაგრამ მაინც ახერხებენ, რომ თავხედობისა და უტიფრობის ახალ-ახალი პლასტები გვიჩვენონ. სანამ ამ წერილს ვნახავდი, ერთი კვირით ადრე ყოფილი ხელისუფლება მოღალატედ აცხადებდა "ერისიონს", რომელიც ამ წერილშიც არის დასახელებული და დიდი კონტრასტია ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, ვაშაძის თანამოაზრეების ლაპარაკსა (რომლებიც "ერისიონს" ღალატში სდებდნენ ბრალს) და მათ რეალურ ქმედებებს შორის აგვისტოს ომიდან მესამე თვეს. გრიგოლ ვაშაძის ეს წერილი რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მადლობით იწყება, რომელმაც ვაშაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. იმ პერიოდში ვაშაძე რუსეთის მოქალაქე იყო, ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. ეს პასპორტი ედო ჯიბეში საგარეო საქმეთა მინისტრობის დროსაც. ვაშაძე მე მდებს ბრალს პროვინციალიზმში, როდესაც მისი წერილია პროვინციალიზმის სულით გაჟღენთილი და მონური მორჩილების რიტორიკით აღსავსე.

ვაშაძის განწყობა გასაკვირი არ არის, რადგან იმ პერიოდში ის რუსეთის მოქალაქე იყო და მისთვის დედაქალაქი მოსკოვი გახლდათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა