რობერტ სტურუა: "შეცდომა ჩავიდინე, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი"

რობერტ სტურუა: "შეცდომა ჩავიდინე, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი"

ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრში რამდენიმე სპექტაკლის მოხსნას ვნებათაღელვა მოჰყვა. ითქვა, რომ რობერტ სტურუამ ეს სპექტაკლები მოძველებულად ჩათვალა. მათ შორისაა მაყურებლის საყვარელი სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები". თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სტურუამ თეატრში რეპრესიები დაიწყო. "კვირის პალიტრა" ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რობერტ სტურუას დაუკავშირდა:

- თეატრმცოდნეებს თავიანთი აზრი აქვთ. წინასწარმეტყველებენ რაღაცებს და სამხატვრო ხელმძღვანელი თუ რამეს გადაწყვეტს, ჰგონიათ, არიქა, რეპრესიები დაიწყოო.

- ამბობენ, თითქოს ანგარიშსწორებისთვის დაბრუნდით თეატრში.

- ვის უნდა გავუსწორო ანგარიში?!.. მსახიობები ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში არიან. ვთქვი კიდეც, არ მაინტერესებს თქვენი პარტიულობა-მეთქი.

- მოიხსნა თუ არა თეატრიდან სპექტაკლები, მაგალითად, "მოხუცი ჯამბაზები"?

- "მოხუცი ჯამბაზების" პეწი ის იყო, რომ ხანდაზმული მსახიობები თამაშობდნენ. როცა მედეა ჩახავას ნაცვლად შესანიშნავი მსახიობი მანანა გამცემლიძე თამაშობს, კიდევ მისაღებია, მაგრამ შემდეგ გარდაიცვალა ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე... თითქოს ხიბლი დაკარგა სპექტაკლმა, რადგან ეს იყო ჩვენი ღვაწლმოსილი მსახიობებისადმი ერთგვარი მიძღვნა. ასეთი ანშლაგებიც ამიტომ იყო. სპექტაკლი, ცოტა არ იყოს, დაძველდა. უნდა შეიყვანონ ახალი მსახიობები ზინაიდა კვერენჩხილაძის და გურამ საღარაძის ნაცვლად. მეჩვენება, რომ ეს უხერხულიც არის, რადგან ახალი გარდაცვლილები არიან.

- ანუ სპექტაკლი მოიხსნა...

- მიმაჩნია, რომ უნდა მოიხსნას. ზნეობრივი თვალსაზრისითაც ეს უფრო მართებული იქნება. თუ მსახიობები დაიჟინებენ, გვსურს ვითამაშოთო, კი ბატონო, ითამაშონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"