ბაჩო ახალაიას პროცესზე ინციდენტი მოხდა

ბაჩო ახალაიას პროცესზე ინციდენტი მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ შესვენების დროს, მცირე ინციდენტი მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროცესი დღეს დილით დაზარალებულების დაკითხვით გაგრძელდა. დაიკითხა ორი დაზარალებული - თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ქათამაძე და დავით ხარეიშვილი.

მოწმე დავით ხარეიშვილის დაკითხვის შემდეგ პროცესზე გამოცხადდა შესვენება. ხარეიშვილმა დარბაზი დატოვა, რა დროსაც მას ახალაიას პროცესზე დამსწრეების ნაწილი გამოყვა. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოწმე სასამართლო დარბაზის კარამდე გააცილეს. დარბაზიდან გამოსულებმა კი, ხარეიშვილი შეძახილებით გააცილეს, რასაც მანდატურებსა და პროცესზე დამსწრეთა ნაწილს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე განიმუხტა.

დავით ხარეიშვილმა სასამართლოს შენობა პოლიციელების თანხლებით უკვე დატოვა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დაკითხულმა მოწმეებმა დღეს აღნიშნეს, რომ ბაჩო ახალაიამ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მათ მიმართ განახორციელდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ასევე ახალაიასთან ერთად ბრალდებულ ზურაბ შამათავასა და გიგი კალანდაძესაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ღირსების შემლახველ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ